მიუნხენში კორონავირუსის განზრახ გავრცელებისთვის 33 წლის მამაკაცი დააკავეს
17:00:31     23-03-2020
მიუნხენში კორონავირუსის განზრახ გავრცელებისთვის 33 წლის მამაკაცი დააკავეს, - იტყობინება Deutsche Welle-ი.
გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის მეტროში ბილეთების აპარატსა და ესკალატორის მოაჯირს ენას უსვამს. ამავე ვიდეოში, მამაკაცი ირწმუნება, რომ ის დაინიფიცრებულია.
მამაკაცი დააკავეს, თუმცა აქვს თუ არა კორონავირუსი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.