საგანგაშო ვითარება თურქეთში - კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1237-მდე გაიზარდა

  02:22:11     23-03-2020

თურქეთში კორონავირუსით უკვე 1237 ადამიანია ინფიცირებული. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის თურქეთის ჯანდაცვის მინისტრზე ფახრეტინ ჯოაზე დაყრდნობით იტყობინება.

მინისტრის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა. საერთო ჯამში ამ მომენტისთვის თურქეთში კორონავირუსით 30 ადამიანი გარდაიცვალა.

"ინფიცირების შემთხვევები იზრდება. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ტესტი ჩავატარეთ. ყოველი გამოვლენილი შემთხვევით ეპიდემიის გავრცელებას ვაკავებთ", - განაცხადა კოჯამ.