ბოლო 24 საათის განმავლობაში 651 დაღუპული - იტალიაში კორონავირუსის მსხვერპლი დღითი დღე იზრდება
22:44:25     22-03-2020
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 651 ადამიანი გარდაიცვალა - შედეგად, ქვეყანაში, ვირუსის გავრცელების პირველი დღიდან დღემდე გარდაცვლილთა რაოდენობა 5 476-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, იტალიაში გასული დღე-ღამის მანძილზე ახალი კორონავირუსით კიდევ 5560 ადამიანი დაინფიცირდა, საერთო რაოდენობა კი დადასტურებული შემთხვევების 59 138-ს შეადგენს.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ამ დროისთვის 337 727-ს შეადგენს. გარდაცვლილია 14 441 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 96 958 პაციენტი.