ანგელა მერკელი კარანტინში იმყოფება
22:18:44     22-03-2020
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კარანტინში იმყოფება - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია იტყობინება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მერკელი კარანტინში მას შემდეგ გადავიდა, რაც მას კომუნიკაცია ჰქონდა ექიმთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
”კანცლერი კარანტინიდანაც გააგრძელებს აქტიურ ოფიციალურ საქმიანობას” - განაცხადა მერკელი პრესსპიკერმა.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ექიმის კორონავირუსზე ტესტირების პასუხი მერკელისთვის პარასკევს გახდა ცნობილი.