ღვინის სოუსი ინგლისურად

  10:42:45     28-07-2011

მასალა:

3 ცალი კვერცხი

¼ ლიტრი თეთრი ღვინო

30 გრამი შაქარი

ცოტა მარილი

ლიმონის ცედრა დანის პირზე

½ ლიმონის წვენი

 

ყველა პროდუქტი კარგად ავთქვიფოთ სათქვეფელათი ემალის ჭურჭელში, მოვათავსოთ ნელ ცეცხლზე და ვთქვიფოთ მანამდე, სანამ არ შესქელდება. სოუსის წამოდუღება არ შეიძლება.