"ჩინეთი, ირანი და რუსეთი ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ეს ვირუსი აშშ-ის არმიისგან წამოვიდა... ეს სიცრუეა"

  10:19:54     21-03-2020

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო რუსეთს, ჩინეთს და ირანს კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

"მინდა ვისაურბო იმ დეზინფორმაციაზე, რომელსაც ხალხი „ტვიტერზე“ ეცნობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ზოგიერთი ასეთი ინფორმაცია გარკვეული მთავრობიდან მოდის. მე ყველას მოვუწოდებ ვინც ამას ეცნობა -თითქოს ეს ვირუსი აშშ-ის არმიისგან წამოვიდა, ყველა ამერიკელმა და არა მარტო, ყველა ადამიანმა მთელ მსოფლიოში უნდა უზრუნველყოს, რომ ინფორმაციას სანდო წყაროსგან იღებენ და არა ცუდი მოთამაშისგან, რომელიც განზრახ ცდილობს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას. ეს ყველაფერი რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან მოდის“, - აღნიშნა პომპეომ.

თავის მხრივ, ვაშინგტონმა პეკინი არაერთხელ დაადანაშაულა ინფორმაციის დამალვაში, რამაც "მსოფლიოს უძვირფასესი დღეები დააკარგინა".