კორონავირუსის ეპიდემიის გამო კანის კინოფესტივალი აღარ გაიმართება

  10:19:35     20-03-2020

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო კანის კინოფესტივალი აღარ გაიმართება. ამის შესახებ კინოფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

"ჯანდაცვის კრიზისის, საფრანგეთსა და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო კანის კინოფესტივალი დაგეგმილ ვადებში ვეღარ გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.

კანის კინოფესტივალი 12 მაისიდან 23 მაისის პერიოდში უნდა ჩატარებულიყო. ორგანიზატორები ახალ თარიღზე იმსჯელებენ.