
150 მილიონიანი მსხვილი კორუფციული სკანდალი კორონავირუსის ფონზე - ვინ იყენებს ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას ბოროტად?
16:48:11     18-03-2020
მაშინ, როდესაც ხალხი პანდემიასა და ახალ კორონავირუსს ებრძვის, მსხვილი კორუფციონერები და ივანიშვილის გარემოცვის წევრები კვლავ მილიონებს შოულობენ.
მეტიც, ისინი არ ერიდებიან ისეთ ფინანსურ კომბინაციებს, რომლებმაც შესაძლოა, მთლიანად ჩვენი ქვეყანა დააყენოს დარტყმის ქვეშ.
კერძოდ: ექსკლუზიურად გავარკვიეთ რომ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ საქართველოში („შპს გლობუსი“ ს/ნ 404386008) ირანული ნავთობი გადაამუშავა.
ერთი მხრივ, ტვირთის შეძენა განხორციელდა სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიისგან NAFTIRAN INTERTRADE CO (NICO), ემირატებში რეგისტრირებული კომპანია PETROGAT FZE დახმარებით, რომელიც ემირატებში რეგისტრირებულმა კომპანია MADDOX DMCC–მ დააფინანსა.
არსებული ინფორმაციით, „გლობუსის“ მიერ წარმოებული ნავთობპროდუქტი/დიზელი საქართველოს ბაზარზე საბუთების გარეშე გაიყიდა - აღურიცხავად.
ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ ახლა, ეს კომპანია აპირებს ვირტუალური რესურსის ექსპორტს, უსაბუთოდ გაყიდული პროდუქციის ჩამოწერის მიზნით, ხოლო მეორე მხრივ, მოხდება დღგ-ს ჩათვლა, რომელსაც გამოიყენებს აქტივის სახით.
[I=2]ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის - „გლობუსი“-ს უკან კი, ყოფილი გენ პროკურორი, არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი, ოთარ ფარცხალაძე დგას.
ხოლო უშუალო სამუშაოებს მისი გარემოცვის წევრი, ლაშა ქორიძე ასრულებს.
ფორმალურად, შპს "გლობუსი" ორ პირს, თეიმურაზ ყარმაზანაშვილს (75%) და ბესარიონ კეიდიას (25%) ეკუთვნით. კომპანიის დირექტორია რევაზ ყარმაზანაშვილი.
რეალურად კი, მას ბოტასის ქურდობისათვის გასამართლებული ექსპროკურორი იყენებს, ლაშა ქორიძის დახმარებით.
თუმცა, რატომღაც ისე მოხდა რომ ფინანსურმა პოლიციამ ამ მსხვილი კორუფციული სქემის მხოლოდ ერთი მონაწილე ჯგუფი დააკავა, მეორე და მთავარი - ფარცხალაძის კლანი კი კვლავ ხელშეუხებელია.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ აჭარის რეგიონში მოქმედ რამდენიმე კომპანიას გააჩნდა აღურიცხავი საწვავი, რომლის წარმოშობის წყაროს დაფარვისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის მიზნით, ბრალდებულებმა, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, გააყალბეს ნავთობპროდუქტების რეალიზაციასთან დაკავშირებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლითაც ერთმანეთს შორის თითქოსდა განახორციელეს საწვავის მიწოდებები.
აღნიშნული ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების დამზადების გზით, კანონიერი სახე მიეცა და სამოქალაქო ბრუნვაში მოექცა აღურიცხავი/დაუსაბუთებელი ქონება - ნავთობპროდუქტის სახით, რითაც ხსენებულმა კომპანიებმა და დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს 1,872,349 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი, ამავე დროს, აღნიშნული ოპერაციებით დამატებითი ღირებულების გადასახადში შეიქმნეს უსაფუძვლო - ყალბი აქტივი 285,000 ლარის ოდენობით.
დაკავების შემდეგ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბიუჯეტში შეიტანა მიყენებული ზიანის ნაწილი - 155,000 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, 185-ე და 194-ე მუხლების მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით", - ეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დღევანდელი განცხადება და მხოლოდ მცირე ნაწილია დიდი და მსხვილი კორუფციული სქემიდან.
მართლაც, გუშინ, ბათუმში, ბიზნესმენი თამაზ წაქაძე და მისი ჯგუფი დააკავეს.
დაკავება ბათუმის ფინანსურმა პოლიციამ (დემურ ჩიქოვანი) განახორციელა.
გამოძიება აცხადებს რომ ეს ჯფუფი
ყალბი საბუთებით ახდენდა ნავთობპროდუქტების რეალიზაციას (სავარაუდოდ ხარისხის პრობლემებიც იყო).
თუმცა, ისმის კითხვა - საიდან აიღეს ტვირთი?
[I=3]სავარაუდოდ, ეს ის სწორედ ნავთობია, რომელიც სანქციებში მყოფი კომპანია NAFTIRAN INTERTRADE CO (NICO)-გან და ემირატებში რეგისტრირებული PETROGAT FZE-ის დახმარებით შეიძინეს - MADDOX DMCC–ის დაფინანსებით.
შემდეგ კი, ფარცხალაძის მფარველობის ქვეშ მყოფ შპს "გლობუსში" გადაამუშავეს და ნაწილი ორხევის ნავთობაზაზე დაასაწყობეს, საიდანაც მისი რეალიზაცია მოხდა.
თუმცა, ოთარ ფარცხალაძის გავლენები ფინანსთა სამინისტროსა და პროკურატურაში კვლავ მაღალია.
ის ცდილობს საქმე ამჯერადაც ჩაფარცხოს და გამოძიება არ გაიყვანოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „გლობუსზე“, სადაც მას უშუალოდ დაადებენ ხელს.
არადა, საქმე მთლიანად გახსნილია და ხელის გულზე დევს ყველაფერი. საკმარისია ქარხნის დეტალური შემოწმება და ყველაფერი ნათელი გახდება.
თუმცა ნაცვლად გამოძიების ბოლომდე მიყვანისა, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარების ფონზე, თაღლითურმა დაჯგუფებამ, ოთარ ფარცხალაძის თაოსნობით, დამატებითი მოცულობის, დიდი ოდენობის ირანული ნავთობი შემოიტანა ქარხანაში გადასამუშავებლად, რომელიც ნავთობროდუქტების ბაზარზე რეალიზდება აღურიცხავად.
შედეგად: ისჯებიან წვრილი ბიზნესმენები, მაგრამ ფარცხალაძე და მისი გუნდი კვლავ ხელშეუხებელია.
არადა, იმდენად, რამდენადაც საქმე შესაძლოა ეხებოდეს საერთაშორისო დანაშაულს (ფიგურირებს საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანია).
ამიტომ, აღნიშნული თემით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ანტიკორუფციული სამსახური.
ასევე, გამორიცხული არ არის რომ ამ თემის გამოკვლევა დაიწყოს აშშ–ს საელჩომაც, რადგან ნახევრად არალეგალურ გარიგებაში შესაძლოა საერთაშორისო დამნაშავეები იყვნენ ჩართულნი.
მეტიც: საქართველოსა და ემირატებში აშშ-ს ხაზინამ, შესაძლოა, ამოიღოს ინფორმაცია საბანკო სექტორისგან, რაც ყველაფერს ახდის ფარდას.
P.S: გასულ 2019 წელს, დიზელის მთლიანი იმპორტი საშუალოდ 12 პროცენტით შემცირდა.
ეს, ციფრებში, დაახლოვებით 150,000 ტონამდეა.
ამ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი, ვანო მთვრალაშვილი.
მან, 2019 წლის 27 ივნილსს, გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა რომ დიზელის იმპორტის შემცირების გამო ბიუჯეტმა ათობით მილიონი დაკარგა.
არადა, ოფიციალური ინფორმაციით, ამ წელს ეკონომიკა გაიზარდა, შესაბამისად, მოხმარებამაც მოიმატა.
კითხვა: მაშინ რატომ შემცირდა დიზელის მთლიანი იმპორტი 12 პროცენტით?
[I=4]პასუხი სწორედ მსხვილ კორუფციულ სქემასა და კარტერულ გარიგებებშია:
იმიტომ რომ საქართველოს ბაზარზე აღურიცხავი დიზელის მთლიანი წილი 12 პროცენტამდე ანუ 150,000 ტონამდეა.
სპეციალისტების გათვლებით, ერთი ლიტრი აღურიცხავი დიზელის საწვავიდან, ივანიშვილ-ფარცხალაძის კლანი საშულოდ 1 ლარს შოულობს (არ იხდიან დღგ-ს, არ იხდიან აქციზის გადასახადს, ამდიდრებენ მინარევებით, რითაც ზრდიან რაოდენობასა და მოგებას...).
შესაბამისად, ივანიშვილ-ფარცხალაძის კლანის საშუალო მოგება 150,000 ტონა აღურიცხავი დიზელის საწვავიდან, 150,000,000 ლარია.
სწორედ ეს თანხა - 150,000,000 ლარი მიედინება მსხვილი კორუფციონერების ჯიბეებში - წლიურად.