კარანტინის და თვითიზოლაციის პერიოდში, ჩინეთში განქორწინებებმა მოიმატა
10:13:52     18-03-2020
ჩინეთის რეგისტრაციის ბიუროს ცნობით, ჩინეთში განქორწინებების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა.
"ბი-ბი-სის" ცნობით, 24 თებერვლიდან ჩინეთის პროვინცია სიჩუანში უკვე 300 წყვილი განქორწინდა.
ამის მიზეზად სახელდება ის, რომ წყვილები, კორონავირუსის საფრთხის გამო, თვითიზოლაციის პერიოდში სახლში ერთმანეთთან დიდ დროს ატარებენ. "ეს კორონავირუსის კიდევ ერთი შედეგია," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ჩინოვნიკი.