ევროკავშირმა უცხოელებისთვის საზღვრები 30 დღით ჩაკეტა
08:52:11     18-03-2020
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ევროკავშირის გარე საზღვრების 30 დღით დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
16 მარტს ევროკომისია წინადადებით გამოვიდა ევროკავშირში 30 დღით უცხოელების შესვლის აკრძალვის შესახებ.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით ევროკავშირის ტერიტორიაზე არაარსებითი მოგზაურობა 30 დღის განმავლობაში უნდა აიკრძალოს.