ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2021 წლამდე გადაიდო
18:47:03     17-03-2020
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2020 წლის ნაცვლად 2021 წელს გაიმართება. ასეთი გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (UEFA) მიიღო.
კონტინენტის პირველობა 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიამრთება.
დღესვე უეფა მიიღებს გადაწყვეტილებას მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგის და წევრი ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების შესახებ.