"კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი გაგრძელდება ივლისამდე ან აგვისტომდე... შესაძლოა, უფრო მეტ ხანსაც"
10:51:06     17-03-2020
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა. ტრამპმა ახალი კორონავირუსის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა აშშ-ში, შესაძლოა ზაფხულამდე გასტანოს.
ტრამპის თქმით, აშშ-ში ვითარება, სავარაუდოდ, გაგრძელდება "ივლისამდე ან აგვისტომდე, შესაძლოა უფრო მეტ ხანს".
დონალდ ტრამპმა აშშ-ს მცხოვრებლებს ურჩია, თავი შეიკავონ ბარების, რესტორნებისა და საზოგადოებრივი სივრცეებისგან, ასევე მოგზაურობისგან, თუკი აუცილებელი არ არის. ახალი გაიდლაინის თანახმად, ხალხმა უნდა აირიდოს თავიდან 10 - ზე მეტი ადამიანის შეკრება.
აშშ-ში ახალ კორონავირუსს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებლთა რიცხი 4000-ს აჭარბებს.