მსახიობ იდრის ელბას კორონავირუსი დაუდგინდა

  10:10:42     17-03-2020

ბრიტანელ მსახიობს იდრის ელბას კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მსახიობმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.

"დღეს დილით კორონავირუსიზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. თავს კარგად ვგრძნობ, ჯერჯერობით არანაირი სიმპტომი არ მაქვს, მაგრამ თვითიზოლაციაში ვიმყოფები. დარჩით სახლებში, იყავით პრაგმატულები და მიჰყევით ოფიციალური პირების რეკომენდაციებს", - დაწერა მსახიობმა.