ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე თვითიზოლაციაში იმყოფებიან - "ჩემი მეუღლე, გასულ კვირას, ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლს შეხვდა"

  13:21:00     14-03-2020

სომხეთის პრემიერმა. ნიკოლ ფაშინიანმა "ფეისბუქზე" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ დღეს მისი მეუღლე კორონავირუსზე ტესტს გაივლის.

გავრცელებული ინფორმაციით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ცოტა ხნის წინ ბრაზილიაში იმყოფებოდა, სადაც ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლთან გამართა შეხვედრა.

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინეს. მოგვიანებით მან ეს ამბები უარყო, მაგრამ მე და ანა გავდივართ ტესტირებას მაინც, ინფექციის გამორიცხვის მიზნით“, - განაცხადა პრემიერ - მინისტრმა და აღნიშნა, რომ ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

გუშინ მსოფლიო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს, ჯაირ ბოლსონეროს კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა მოგვიანებით მან ეს ინფორმაცია უარყო.