ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

  12:12:18     13-03-2020

ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრს პიტერ დიუტონს კორონავირუსი დაუდასუტრდა. ამის შესახებ მინისტრმა თავად გააკეთა განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით:

„დილიდან ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა მაქვს. დაუყოვნებლივ დავუკავშირდი ქვინსლენდის ჯანდაცვის დეპარტამენტს და კორონავირუსზე ანალიზი ჩავაბარე, მოგვიანებით მითხრეს, რომ კორონავირუსი მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ“ - წერს მინისტრი.

ავსტრალიაში ამ დროისთვის კორონავიურსის 60 შემთხვევაა დაფიქსირებული.