ფლორიდის შტატში თვითმფრინავი დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა
10:38:15     11-03-2020
ფლორიდის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ბორტზე მყოფი მამა-შვილი და მათი ძაღლი, კანზასის შტატიდან ფლორიდის ერთ-ერთი აეროპორტის მიმართულებით მიფრინავდა, რა დროსაც ძრავს პრობლემა შეექმნა, თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდგარ ხეს დაეცა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე სამართალდამცავმა უწყებამ გამოძიება დაიწყო.