კონ სატოში და ანიმე ფილმები

  11:23:00     27-07-2011

კონ სატოში იაპონელი კინორეჟისორია, ავტორი ანიმე ფილმებისა „სრულყოფილი ლურჯი“, „ათასწლეულის მსახიობი ქალი“, „ტოკიოს ნათლიმამები“ და „პაპრიკა“. მისი ფილმებისთვის დამახასიათებელია ფსიქოლოგიური კომპლექსურობა და გმირებისა და გარემოს ზედმიწევნით რეალისტური დიზაინი.

კონი, თავდაპირველად, მუსაშინოს ხელოვნების კოლეჯში სწავლობდა, მხატვრობის განხრით. სკოლიდან წამოსვლის შემდეგ, ოტომო კაცუჰიროსთან მუშაობდა. ანიმეს პროფესიას სცენური დეკორატორის სახით იწყებს ოტომოს სცენარით დადგმულ ფილმზე. ამგვარად, კონის ადრეულ ნამუშევრებზე ოტომოს ძლიერი გავლენა შეიმჩნევა.

მოგვიანებით, კონი უკვე თავად წერს სცენარს მორიმოტო კოძისა და ძოძოს სათავგადასავლო ნამუშევრებისთვის. მისი სარეჟისორო დებიუტი შედგა ფილმით „სრულყოფილი ლურჯი“, სადაც ჰიჩკოკის სტილის საიდუმლო მკვლელობის ისტორიაა ნაჩვენები. მისი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ნამუშევარია „პარანოიკი აგენტი“, სატელევიზიო სერია ფილმებისა, სადაც ავტორი იკვლევს ადამიანის ფსიქოლოგიასა და არქეტიპებს თანამედროვე იაპონური პოპულარული კულტურის კონტექსტში, პირადი და კულტურული თვითმყოფადობის საკითხების პარალელურად. ამავე თემის გავლენით შექმნილი მისი ბოლო ნამუშევრის „პაპრიკა“, პრემიერა ნიუ-იორკის კინოფესტივალზე, 2006 წლის ოქტომბერს შედგა, ფართო ეკრანებზე კი 2007 წელს გამოვიდა.

კონის ნამუშევრებში ზღვარი ფანტაზიასა და რეალობასთან ხშირად ბუნდოვანია, და მისი ფილმების მთავარი თემები, როგორც წესი, სცილდება ტრადიციული ანიმეს ფარგლებს.