ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

  11:11:51     10-03-2020

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმის თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჭრილობა მამაკაცს მარცხენა მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაწყებულია გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დაკავებულია.

"ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა ამჟამად არის საშუალო სიმძიმის, მას ჭრილობა გულმკერდის მარცხენა მხარეში აღენიშნება, რომელიც სავარაუდოდ მიყენებულია ბასრი დანით" - აცხადებს ქირურგი პაპუნა შონია.