"დიდი ალბათობით, 4 აპრილს დაანონსებული აქცია აღარ ჩატარდება"

  17:40:44     09-03-2020

დიდი ალბათობით, აქციები გადაიდება და 4 აპრილს დაანონსებული აქცია აღარ ჩატარდება", - განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე.

მისი თქმით, ეს ყველაფერი მმართველ გუნდზეა დამოკიდებული. ბაქრაძის თქმით, თუ ხელისუფლება კვლავ დაარღვევს პირობას და შეთანხმების რომელიმე ნაწილს არ შეასრულებს, ეს "პროცესს დააბრუნებს უკან". 

"ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, ისედაც განვიხილავდით რამდენად მიზანშეწონილი იყო აქციების ჩატარება ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვგულისხმობ კორონავირუსს და მოქალაქეებისთვის არსებულ საფრთხეს. მით უმეტეს ამ ფონზე, როდესაც შეთანხმება მიღწეულია, დღეს განვიხილავთ და საბოლოო პოზიციას გეტყვით, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით, აქციები გადაიდება და 4 აპრილს დაანონსებული აქცია აღარ ჩატარდება", - ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

"ჩვენი სურვილი და განზრახვა არის ის, რომ აქციები აღარ ჩატარდეს და ყველანი გადავიდეთ ნორმალურ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში", - ამბობს ბაქრაძე.