მაროკოში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
11:21:30     27-07-2011
მაროკოში, სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავის, С-130 – ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავმა C-130 Hercules–მა, რომელიც ქვეყნის საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა, ადრიან დილით განიცადა კატასტროფა. თვითმფრინავი იმსტიტანის მთაში, ქალაქ გულიმინის სიახლოვეს ჩამოვარდა, რომელიც მაროკოს დედაქალაქ რაბათიდან 700 კილომეტრში მდებარეობს. უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, დაიღუპა 78 ადამიანი. მათი უმეტესი ნაწილი სამხედროა. რამდენიმე დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
სამი დღის განმავლობაში, მაროკოში ეროვნულ დროშებს დაუშვებენ, ხოლო ეკლესიებსა და მეჩეთებში სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართება.