სუდანში მეამბოხეების ლიდერი მოკლეს
11:20:48     27-07-2011
სამხრეთ სუდანში, სახელისუფლებო არმიის წარმომადგენლებმა, ერთ–ერთ შტატში მოქმედი მეამბოხეთა დაჯგუფების ლიდერი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია, არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა.
მისი თქმით, მეამობოხე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგაც აგრძელებდა თავდასხმებს ჯარისკაცებზე. ახალი სახელმწიფოს ხელმძღვანელობას არასტაბილურობის ძალიან ეშინია. ამიტომ, ქაოსის აღსაკვეთად, რადიკალურ ღონისძიებებს მიმართავს. ამ დროისათვის, სამხრეთ სუდანის ტერიტორიაზე, დაახლოებით შვიდი მეამბოხე დაჯგუფება მოქმედებს. 2001 წლის დასაწყისიდან, რაც საომარი მოქმედებები განახლდა, უკვე 2,3 ათასი ადამიანია მოკლული. საერთო ჯამში კი, ომი სუდანში, უკვე ათწლეულებია გრძელდება.