"მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს... დემოკრატია მარტივი არ არის - ეს რთული სამუშაოა, თუმცა ის უდავოდ ღირს ამად"

  10:09:15     09-03-2020

კონგრესმენი ადამ კინზინგერი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"დემოკრატია მარტივი არ არის - ეს რთული სამუშაოა, თუმცა ის უდავოდ ღირს ამად. მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს პროდემოკრატიული რეფორმების მიღწევა, რომლის მისაღწევადაც ისინი დიდი ხანი იბრძოდნენ. მივესალმები ამ მოლაპარაკებებში ყველა ჩართული მხარის ძალისხმევას, მათ შორის საქართველოს სპიკერს არჩილ თალაკვაძესა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში ელჩ კელი დეგნანის ხელმძღვანელობით. ეს გრძელი გზა იყო შეთანხმებამდე, თუმცა კომპრომისითა და სიმწიფით, დემოკრატიის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგა.

როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის  თანათავმჯდომარე კონგრესში, ვამაყობ, რომ მიმიძღვის როლი ამ მოლაპარაკებების ნავიგაციაში და განვაგრძობ დახმარებას, რათა უზრუნველვყო, რომ საქართველო დარჩეს აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორად. ეს შეთანხმება გააძლიერებს მათ დემოკრატიას და დაეხმარება მათ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდნენ ნატო-ს პარტნიორობას და საბოლოო გაწევრიანებას. ველი კვლავ ვიზიტს საქართველოში, რამდენადაც ჩვენ განვაგრძობთ ამ პოზიტიური იმპულსის განვითარებას“, - წერს კინზინგერი.