აშშ-ში კონგრესმენი კენჭისყრაზე აირწინაღით მივიდა
15:58:15     05-03-2020
აშშ-ში კონგრესმენი კენჭისყრაზე აირწინაღით მივიდა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ფლორიდის შტატის კონგრესმენმა, მეტ გაეტსმა კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ კონგრესმენები ძალიან ბევრს დაფრინავენ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში უწევთ ყოფნა, ისინი ასევე ოფიციალური შეხვედრების დროს ხელს ართმევენ უამრავ ადამიანს. როგორც კონგრესმენი აღნიშნავს, საკუთარი თავისა და სხვების დაცვა პრიორიტეტულია, ამიტომ გადაწყვიტა აირწინაღით ევლო.