ყველაფერი ამერიკულ სანქციებსა და კონგრესის კანონპროექტზე, რომელიც ივანიშვილის ანგარიშების გაყინვასა და იზოლაციას ითვალისწინებს

  13:58:43     05-03-2020

ამერიკის კონგრესში, ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნა სულ უფრო აქტუალური ხდება. 

ამჟამად, ქართული ოცნების ხელისუფლების პირველ პირებზე სანქციების დაწესებას, მათ შორის ვიზების აკრძალვასა თუ ანგარიშების გაყინვას უკვე 7 კონგრესმენი ითხოვს. 

დღეს ცნობილი გახდა რომ სანქციების რესპუბლიკელი კონგრესმენი, დენ ქრენშოუც მიემხრო.

სანქციების შესახებ

[I=3]პრესა.ჯის ინფორმაციით, ქართული ოცნების მიმართ სანქციების შესახებ კანონპროექტი ამერიკის კონგრესში 2019 წლის წლის 28 თებერვალს კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა დაარეგისტრირა, რომელმაც ივანიშვილს პუტინის მარიონეტი უწოდა. 

ჯამში, ამ კანონპროერქტს უკვე აქვს 7 კონგრესმენის მხარდაჭერა.

ეს კონგრესმენები არიან: მარკუეინ მალინი, ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, პიტ ოლსონი, რედლი უებერი, ჩარლზ ფლეიშმანი და დენ ქრენშოუ.

„დაუწესდეს სანქციები საქართველოს მთავრობას, თუ აშშ-ის პრეზიდენტი გამოავლენს რომ საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ვალდებულებებს ან საკონტრაქტო შეთანხმებებს აშშ-ის მოქალაქეებთან, რომლებიც საქართველოში ჩართულები არიან ბიზნესში და სხვა ოპერაციებში“, – წერია კანონპროექტის ტექსტში.

კანონის თანახმად, იდენტიფიცირებული უნდა იყვნენ საქართველოს მთავრობის ის სუბიექტები, რომლებიც არიან მოქმედი ან ყოფილი ოფიციალური პირები და პასუხისმგებლობა აქვთ აშშ-ის მოქალაქეებთან ვალდებულებების თუ საკონტრაქტო შეთანხმებების მიმართ ძირის გამოთხრაზე.

ამავე დროს, კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესება გულისხმობს იმას რომ აშშ-ის მთავრობის ნებისმიერი განყოფილების მიერ (მათ შორის – აშშ-ის საექსპორტო-საიმპორტო ბანკი და ზღვისიქითა კერძო ინვესტირების კორპორაცია) არ უნდა გაგრძელდეს საქართველოს მთავრობისთვის სესხი, საკრედიტო გარანტია, დაზღვევა, ფინანსირება ან სხვა მსგავსი ფინანსური დახმარება, გარდა ჰუმანიტარული, სოფლის მეურნეობისა და სამედიცინო პროდუქტებისა;

ასევე, ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოსთვის ხელმისაწვდომი აქტივები არ უნდა იყოს გამოყენებული სააგენტოს მოქმედებისთვის საქართველოში;

ხოლო საქართველოს ხელისუფლების პირველი პირებისა და ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება მოიცავს:

[I=2]აქტივების დაბლოკვას;

ამერიკის პრეზიდენტის მიერ ყველა მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას იმ დოზით, რომლითაც საჭირო იქნება სანქციების ქვეშ მოხვედრილი პირების ტრანზაქციების აკრძალვა ქონებასა და აქტივებში, თუ ეს ქონება და აქტივები არის აშშ-ში, შემოდის აშშ-ში ან არის აშშ-ის მოქალაქის კონტროლისა თუ მფლობელობის ქვეშ;

აშშ-ში ჩასასვლელად საჭირო ვიზის ან სხვა დოკუმენტაციის მიღების შესაძლებლობის არქონას;

ამჟამინდელი ვიზისა თუ  აშშ-ში შესვლის სხვა დოკუმენტის უმალ გაუქმებას, მიუხედავად გაცემის თარიღისა და ა.შ.

პარალელურად, ამერიკის კონგრესსა და სენატში უკვე პირდაპირ საუბრობენ იმის შესახებ რომ საქართვცელოში ოპონენტებს პოლიტიკური მოტივით დევნიან და იჭერენ. 

ამერიკელი კონგრესმენები ღია წერილებშიც ხაზგასმით აღნიშნავენ იმ ძალადობის თაობაზე, რომელიც ორგანიზებულია ივანიშვილის რეჟიმის მიერ და მიმართულია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების წინააღმდეგ. 

ასე რომ, ახლა ივანიშვილს ორი არჩევანი აქვს: ან გააგრძელოს ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების იგნორირება ან გაითვალისწინოს არსებული რეკომენდაციები, უარი თქვას პოლიტიკურ დევნაზე და შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა საერთო კონსესუსის საფუძველზე იმგვარად რომ უზრუნველყოფილი იყოს პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოვებული სისტემა.

თუ ივანიშვილი ისევ გააგრძელებს საზოგადოების მოტყუებას ან საპარლამენტო არჩევნების დროს ეცდება ხელისუფლების მიტაცებას, ის მოექცევა იზოლაციაში და მისი ანგარიშები (რომლის დიდი ნაწილი ამერიკულ ბანკებში აქვს) გაიყინება. ხოლო ხელისუფლებას არ ექნება ლეგიტიმაცია.

მნიშვნელოვანი დეტალი: საქართველოს მეგობარი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის კანონპროექტი ეხება და სანქციები უწესდება არა ჩვენს ქვეყანას, არამედ, ივანიშვილსა და მის გარემოცვას - ქართველი ხალხის გადაგდების, მოტყუებისა და ვაშინგტონთან აღებული დემოკრატიული ხასიათის ვალდებულებების არშესრულების გამო.