
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს
11:48:57     05-03-2020
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.
უწყების ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ბერშუეთიდან გატაცებული შუა ხნის ქალია. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ სად არის ის გადაყვანილი.