პურის ხარჩო

  11:15:21     27-07-2011

მასალა:

თონის პური - 1 კილოგრამი

ერბო - 100 გრამი

ხახვი - 200 გრამი

კვერცხი - 2-3 ცალი

მარილი - გემოვნებით

ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში, დავუმატოთ მარილი, ერბო, დავდგათ ცეცხლზე და კარგად ჩავშუშოთ. ერთი თონის პური პატარ-პატარა ნაჭრებად დავჭრათ, მოშუშულ ხახვში მოვათავსოთ, დავასხათ იმდენი წყალი, რომ შიგთავსი კარგად დაიფაროს. როცა პური მოიხარშება, დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი, ავურიოთ. წამოდუღების შემდეგ კერძი მზად იქნება.