პოლონეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

  12:29:01     04-03-2020

პოლონეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და თავს კარგად გრძნობს.