კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩინეთი ირანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას მოახდენს

  15:22:20     03-03-2020

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების გამო, ირანში ჩინეთის საელჩო ქვეყნიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

პირველი ჩარტერული რეისი ირანიდან ჩინეთში დღეს საღამოს შესრულდება. ჩინეთის მოქალაქეების ეეკუაცია ქალაქ ყუმიდან მოხდება. ეს ქალაქი ირანში კორონავირუსის ეპიდემიის კერაა. თეირანის განცხადებით, ირანში ამ დროისთვის 1500 ადამიანია ინფიცირებული. კორონავირუსმა 66 ადამიანი იმსხვერპლა.