თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა იდლიბში სირიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო
13:57:11     03-03-2020
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა პროვინცია იდლიბში სირიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანა“ ავრცელებს.
თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ოპერაცია „გაზაფხულის ფარის“ ფარგლებში თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდო სასწავლო-სამხედრო თვითმფრინავი ელ-39, რომელიც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის არმიას ეკუთვნის.