ევროკავშირში კორონავირუსის საფრთხე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა

  17:07:28     02-03-2020

ევროკავშირში კორონავირუსის საფრთხე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა.

„დღეს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ რისკის დონემ ევროკავშირში საშუალოდან მაღალზე აიწია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვირუსი გავრცელებას განაგრძობს“ - განაცხადა ვონ დერ ლეიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირში „კორონავირუსზე რეაგირების ჯგუფი“ შეიქმნა, რომელიც ევროპაში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებზე იმუშავებს.

ევროპის მასშტაბით, ინფიცირებულთა ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაშია დაფიქსირებული.