
რუსთავში სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს
14:43:52     02-03-2020
რუსთავში, მე-8 მიკრო რაიონში ერთ-ერთი სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით მაღაზიაში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც სალაროდან თანხა გაიტაცა და მიიმალა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.