„სოკარი“ გაძლევთ შანსს, დაესწროთ ევრო 2020-ის გახსნას რომში - კომპანიამ გრანდიოზული გათამაშება დაიწყო

  11:53:56     02-03-2020

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა. სხვადასხვა კონკურსის პარალელურად, „სოკარმა“ 1 მარტს გრანდიოზული გათამაშება დაიწყო, რომელიც 11 იღბლიან გამარჯვებულს საშუალებას მისცემს, 12 ივნისს, რომში, ოლიმპიკოს სტადიონზე ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნას დაესწროს.

„სოკარი“ ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორიაUEFA ამ ჩემპიონატს გრანდიოზულად აღნიშნავს და მატჩებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ატარებს. ამასთან დაკავშირებით, „სოკარს“ უკვე ჰქონდა კრეატიული კამპანია და საქართველოში არსებული 11 სადგური საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელ 11 ქალაქად გადაკეთდათუმცა, ჩემპიონატთან დაკავშირებული ღონისძიებები „სოკარს“ ამით არ დაუსრულებია.

 

ნებისმიერ მომხმარებელი, 1-ლი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლითგანახლებული ენერჯი ბარათით შეძენილ ყოველ 15 ლიტრ ბენზინზე/დიზელზე და 10ბუნებრივ აირზე, მიიღებს გათამაშების 1 ელექტრონულ ბილეთსთუმცა, თუ მომხმარებელი საწვავს „სოკარის“ რებრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეიძენს, 1-ის ნაცვლად 2 ბილეთი ერგება.

2020 წლის 5 მაისს, 18 საათზე, ტვ პირველის პირდაპირ ეთერში, დოლურას პრინციპით გამოვლინდება 11 გამარჯვებული. გათამაშების წამყვანები თითოეულ გამარჯვებულს მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდებიან. დაკავშირებისთვის, აუცილებელია, რომ რეგისტრაციისას მითითებული ტელეფონის ნომერი იყოს სწორიამიტომ, დარწმუნდით, რომ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია სწორად არის დაფიქსირებული და გადაამოწმეთ თქვენი პირადი მონაცემები ვებ-გვერდის www.sgp.ge პირად კაბინეტშიაპლიკაციაში Socar Geo, სოკარის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ან ცხელი ხაზის ნომერზე *0001.