საბერძნეთმა თურქეთიდან მიგრანტების მიღება დროებით შეზღუდა
10:50:37     02-03-2020
საბერძნეთმა თურქეთიდან მიგრანტების მიღება დროებით შეზღუდა. მთავრობის ინფორმაციით, საბერძნეთში თურქეთიდან წამოსული 10 ათასამდე მიგრანტი შეაჩერეს.
დაძაბულობა იყო თურქეთის საზღვართან. საბერძნეთის პოლიციამ იმ მიგრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანაში შესვლას ცდილობდნენ, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
მიგრანტების შეჩერების გადაწყვეტილება საბერძნეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც თურქეთმა სირიელ ლტოლვილებს ევროპაში შესვლის ნება მისცა.