თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი: წარსულში რუსეთთან თექვსმეტჯერ ვიომეთ და კვლავ ვიომებთ. ჩვენი შურისძიება საშინელი იქნება
19:34:10     28-02-2020
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი მესუთ ჰაკი აცხადებს, რომ თურქეთი მზად არის რუსეთთან ომისთვის. ამის შესახებ მან ტელეარხ A Haber-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
"სირია, ერაყი, ქურთები, არაბები - ჩვენ ძმები ვართ. ჩვენ აქ ვართ, რათა ძმამ ძმა არ მოკლას“, - განაცხადა მან.
"რუსეთი, სადაც 25 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს, შიგნიდან იქნება დანაწევრებული. წარსულში რუსეთთან თექვსმეტჯერ ვიომეთ და კვლავ ვიომებთ. ჩვენი შურისძიება საშინელი იქნება“, - დასძინა პრეზიდენტის მრჩეველმა.
პრეზიდენტის მრჩეველის გარდა, მესუთ ჰაკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში კომიტეტის წევრია.