
ზვიად კუპრავა პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს
11:27:35     28-02-2020
„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა წუხანდელი ცემის ფაქტზე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, კუპრავა გლდანის რაიონში მდებარე პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაშია დაბარებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას მიმართ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავას გასულ ღამეს ორი უცნობი მამაკაცი სახლთან დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა.