იაპონიაში კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესი მთელი თვით შეჩერდება
16:00:21     27-02-2020
კორონავირუსის გამო, იაპონიაში, მთელი ქვეყნის მაშტაბით სკოლები 2 მარტიდან აპრილის დასაწყისამდე დაიხურება.სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისრტმა, სინძო აბემ კორონავირუსის საფრთხის გამო მიიღო.
იაპონიაში ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები 800-მე გაიზარდა, მათგან 700 შემთხვევა საკრუიზო ლაინერზე ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით შვიდი ადამიანია დაღუპული.