სოფელ აძვიდან ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს
14:10:21     27-02-2020
გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, ოკუპანტებმა სოფელ აძვის მკვიდრი ელდარ გუნდიშვილი გაიტაცეს.
მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. უწყებაში განმარტავენ, რომ მომხადრთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.
ამოქმედებულია ცხელი ხაზი. გატაცების სხვა დეტალები და მისი ადგილსამყოფელი ჯერ-ჯერობით უცნობია.