
მოპედის ქურდობისთვის თბილისში 29 წლის მამაკაცი დააკავეს
11:35:40     26-02-2020
მოპედის ქურდობისთვის პოლიციამ თბილისში 29 წლის მამაკაცი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, მან მოპედი ცოტნე დადიანის ქუჩიდან მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.