უხანში კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების ათეულობით ფაქტი ფიქსირდება

  11:42:47     24-02-2020

ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით განმეორებით დაინფიცირების 195 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 619-ს მიაღწია, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 77 403-მდე გაიზარდა. ამასთან ერთად, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 30 სახელმწიფოში უკვე 1 500-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 27-ს მიაღწია.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.