თბილისში სიძემ სიდედრის მოკვლა სცადა

  11:00:00     23-02-2020

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი სიდედრის მოკვლა სცადა. გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლამდე ასაკის ქალი ცივი იარაღით არის დაჭრილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარს წინ სიძესა და სიდედრს შორის სიტყვიერი კონფლიქტი უძღოდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.