
საჩხერეში 16 წლის ბიჭმა მამა მოკლა
17:19:25     21-02-2020
საჩხერეში 16 წლის ბიჭმა მამა მოკლა.
მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ცხელ კვალზეა დაკავებული.