აშშ–ის არმიამ Oshkosh – თან კონტრაქტი გააფორმა

  11:08:12     26-07-2011

ამერიკულმა კომპანია Oshkosh – მა, კონტრაქტი ამერიკის შეერთებული შტატების არმიის, ავტოჯავშანტექნიკისა და შეიარაღების განყოფილების მეთაურობასთან გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, 160 სატვირთო ავტომობილის, HEMTT–ის, A4–ის და PLS A1–ის მოდერნიზაცია იგეგმება. ხელშეკრულების საერთო თანხამ 50 მილიონი დოლარი შეადგინა. მანქანების შეკეთების პროცესი 2012 წლის მარტიდან დაიწყება და ამავე წლის სექტემბერში დასრულდება.

ამერიკის შეერთებული შტატების არმია, ფართოდ იყენებს Oshkosh–ის წარმოების ავტომობილებს და ახალ მანქანებზე შეკვეთებსაც ხშირად აძლევს. 2011 წლის აპრილში, კომპანიამ არმიისთვის  270 HET A1 გამოუშვა, ხოლო რამდენიმე თვით ადრე, 2050 FMTV. გარდა ამისა, სამხედრო შეიარაღებაში  Oshkosh–ის ჯავშანტრანსპორტიორებიცაა.