ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

  10:50:37     21-02-2020

ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

საკანონმდებლო ორგანოს წევრებს პირდაპირი და ფარული წესით ოთხი წლის ვადით აირჩევენ.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი თავდაპირველად 15 000-მდე კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა "გუშაგთა საბჭომ" 7 296-ის დისკვალიფიკაცია მოახდინა.

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს "რელიგიური მოვალეობაა".

არჩევნები ირანში მკაცრი ეკონომიკური სანქციების ფონზე მიმდინარეობს.