"მე შენ მიყვარხარ სამუდამოდ, ყოველ დღე მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები" - 87 წლის ჩინელი მამაკაცი კორონავირუსით დაავადებულ მეუღლეს საკუთარი ხელით აჭმევს (ემოციური ვიდეო)

  18:39:28     19-02-2020

სოციალურ ქსელში მოხუცი ჩინელი ცოლ-ქმრის ვიდეო ვრცელდება. წყვილი კორონავირუსითაა დაავადებული და ერთ საავადმყოფოში, ერთმანეთის გვერდით არიან მოთავსებულნი.

87 წლის ქმარი პალატაში მყოფ მეუღლესთან შედის, საკუთარი ხელით აჭმევს და ეუბნება: "მე შენ მიყვარხარ სამუდამოდ, ყოველ დღე მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები".

ნახეთ ვიდეო: