თაკო ჩარკვიანი: ჯანყის უფლება გვაქვს, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა, გინდ დამიჭირეთ, გინდ არა

  10:07:03     14-02-2020

ჯანყის უფლება გვაქვს, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა, გინდ დამიჭირეთ, გინდ არა, " ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა "ტვ პირველის" ეთერში, სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, თუ სერგეი ლავროვი თბილისში ჩამოვა, "ხალხი დაიცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას და ამას მხოლოდ ჯანყი უშველის".

"თუ მაისის თვეში, შემოიყვანენ ლავროვს, თუ ჩვენ ყველანი მივხვდებით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ვკარგავთ, ვკარგავთ ქართულ სახელმწიფოს, ამას მხოლოდ ჩაახშობს ხალხი, ის დაიცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას და ამას მხოლოდ ჯანყი უშველის კონსტიტუციური უფლებით",- განაცხადა ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, თუკი ქართულ სახელმწიფოებრიობას საფრთხე შეექმნება, აჯანყება იქნება.

"რა თქმა უნდა. თუკი თქვენ ოკუპანტს შემოიყვანთ, ქართულ სახელმწიფოებრიობას სერიოზული საფრთხე თუ დაემუქრება, თუკი ევროპარლამენტარები იტყვიან, რომ ქართულ სახელმწიფოში აღარ არის სამართალი.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან ოსტატურად თუ თქვენ ეტყვით, რომ უნდა დატოვოთ ბატონო ქვეყანა, ასე გამოდის, რადგან თქვენ ნუ ერევით ჩვენს სუვერენიტეტში მარტო მილიონები გადმორიცხეთ, რომ ჩვენ შევჭამოთო, რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოში მცხოვრებელ პატრიოტ ადამიანებს, რომლებმაც წლების განმვალობაში ძლივს მოიპოვეს ქართული დამოუკიდებლობა, მათ დარჩათ ერთადერთი კონსტიტუციური უფლება.

დიახ, ჯანყის უფლება არსებობს. ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა, გინდ დამიჭირეთ, გინდა ნუ დამიჭერთ. ეს მასწავლეს ღრმა ბავშვობაში“,- განაცხადა ჩარკვიანმა.