თურქული გარნირი
11:01:58     26-07-2011
მასალა:
400 გრამი მწვანე ლობიო
200 გრამი ჭრელი ლობიოს მარცვლები
150 გრამი თეთრი ხორცის სოუსი
ცალ-ცალკე მოვხარშოთ მწვანე ლობიო და ჭრელი ლობიოს მარცვლები, შევურიოთ კარაქი. დავასხათ თეთრი ხორცის სოუსი და მივიყვანოთ დუღილამდე. სოუსი მოვამზადოთ ფქვილისა და ხორცის ბულიონისაგან: ფქვილი კარგად ავურიოთ კარაქში, დავასხათ ბულიონი, კარგად ავურიოთ და სოუსი ვხარშოთ ნელ ცეცხლზე.