კახა კალაძე: არ გვიშვებდნენ ევროპარლამენტში. მერე ვუთხარით რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და შეგვიშვეს

  16:43:21     13-02-2020

საერთოდ არავინ გვიცნობს, არც გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან სად არის და რა ქვეყანაა, ბოლოს ვუთხარით რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და ამის შემდეგ შეგხვდნენ და ევროპარლამენტში შემოგვიშვეს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე გუშინ სალომე სამადაშვილის პოსტს, სადაც ის ამბობს, რომ კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს.

მისი თქმით, სამადაშვილის სისულელეებზე სერიოზული კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. „სამადაშვილის სისულელეები მე მგონი, სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის. ხო, საერთოდ არავინ არ გვიცნობს, არ გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან, სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ, მაგის შემდეგ შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში“, - განაცხადა კახა კალაძემ.