
ევროპარლამენტარები გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
14:21:26     13-02-2020
ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში წამყვანი ევროპარლამენტარები "ევროპული საქართველო" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
"დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, რომელსაც საზოგადოების ნდობა აქვს, ნებისმიერი დემოკრატიის მთავარი საყრდენია. ის ასევე ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ვალდებულებების ნაწილია.
სამწუხაროდ, უზენაესი სასამართლოს განჩინება ბ-ნ უგულავას საქმეზე, ბადებს კითხვებს გადაწყვეტილების პროცედურის, დროისა და მოტივაციის შესახებ. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს დაძაბულობას საქართველოში ისედაც რთულ პოლიტიკურ გარემოში.
საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საარჩევნო რეფორმის შესახებ კონსენსუსის მისაღწევად, რაც ყველაზე უკეთ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
დემოკრატიისთვის ამ გადამწყვეტ დროს ჩვენ საქართველოს პარლამენტში ჩვენს პარტნიორებთან ვიქნებით მჭიდრო კავშირში", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.