ფარშირებული პომიდორი

  11:01:00     26-07-2011

მასალა:

8 ცალი პამიდორი

1-2 ცალი შებოლილი სკუმბრია ან ქაშაყი

1 ცალი მჟავე კიტრი

1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

1 ჩაის კოვზი მდოგვი

1 ჩაის კოვზი ძმარი

1 თავი საშუალო ზომის ხახვი

1-2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში

მარილი

შებოლილი თევზი დავყოთ ნაწილებად და შეძლებისდაგვარად მოვაშოროთ ყველა ფხა. კიტრი გავთალოთ, დავჭრათ კუბიკებად, დავამატოთ მცენარეული ზეთი, ძმარი, მდოგვი მწვანილი, მარილი გემოვნებით და ყველაფერი ავურიოთ გახეხილ ხახვთან და შებოლილ თევზთან ერთად. პამიდვრები გამოვტენოთ მიღებული მასით.