
პოლიციამ თბილისში ავტომობილების გაქურდვისთვის ორი პირი დააკავა
16:24:30     06-02-2020
პოლიციამ თბილისში ავტომობილების გაქურდვისთვის ორი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაძალადევის რაიონში, თამარაშვილისა და გულრიფშის ქუჩებზე, მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიდან აკუმულატორები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დანაშაული 4-დან 7-წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.